იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ? - სოსო გოგაშვილის მიმართვა

31.10.22 12:09
იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ? - სოსო გოგაშვილის მიმართვა

სახელმწიფო უსაფრთხიების ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო გოგაშვილი 306-ე საკანიდხან მორიგ წერილს ავრცელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ "ქართული ოცნება" სოფელ მაჩხაანს უწყლოდ ტოვებს: 

ჩემს სოფელში გავაკეთე საერთო მოხმარებისათვის მეორე ჭაბურღილი. იქ, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა წყალი. ამ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს  აქვთ პატარ-პატარა ნაკვეთები, უწყლოობის გამო ვერ იყენებდნენ და თავი მიანებეს. ამ ადგილს ეწოდება პატარა მთა და წყლის საშუალებით პატარა წალკოტათ გადაიქცევა. იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ?  1000 ლარიანი ჯარიმა გამოწერა წყაროზე და უნდათ რომ გავაუქმო. იმედია სოფელმა იცის ეს ამბავი. მაჩხაანელებო, მითხარით როგორ მოვიქცეთ, ალბათ ხელისუფლებამ წყლის პრობლემა მოაგვარა.
 ეს ფსკერი არ არის, ამის იქით არაფერია . ამას მხოლოდ ღირსებისგან დაცლილი გაბოროტებული ადამიანი თუ იზავს. ესეც გაივლის"- წერს 
სოსო გოგაშვილი.

მსგავსი სიახლეები