"ემუქრებოდნენ, ცოლ-შვილს დაგიხოცავთო" - 25 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი
თანამშრომლობის მკვლელობისთვის დაკავებულ 33 წლის კაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ახალგაზრდა მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორშია და გამომძიებლებს ელოდება. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულის ოჯახის წევრები კი "პირველებთან" იხსენებენ რა მოხდა სისხლიან გარჩევამდე.
მათი მონაყოლის თანახმად, ჩხუბი მოკლულმა თემურ ხარაულმა დაიწყო. სავარაუდო დამნაშავეს კი ცოლ შვილის ამოხოცვით ემუქრებოდა.
დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ საბედისწერო შემთხვევამდე მისი მეუღლე სახლში სასტიკად ნაცემი დაბრუნდა. ქალი ამბობს, რომ "მისი ქმარი ფეხში იყო დაჭრილი და სისხლს ახველებდა".
ამასთან, ოჯახის ვერსიით, დაკავებულს მოკლულმა 25 წლის კაცმა გამთენიისას დაურეკა და ე.წ. გარჩევაზე, ვაზისუბანში დაიბარა.
შეშინებული ვარ, 4 ბავშვი მყავს, ოთხივემ საკუთარი თვალით დაინახა ყველაფერი. ოჯახი გამინადგურეს. ჩემი ქმარი სახლში ფეხში დაჭრილი მოვიდა, ცხვირ-პირიდან სისხლი მოსდიოდა. ტელეფონზე ემუქრებოდნენ, ჩამოდი, თორე ცოლ-შვილს დაგიხოცავთო"- თქვა დაკავებულის ცოლმა.
მკვლელობა გუშინ მოხდა. ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ. შემზარავი დანაშაულისთვის შსს-მ 33 წლის ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავა.