"ოცნების" ოფისში ფული მაგიდებზე ბღუჟა-ბღუჯა ეყარა, ოღონდ არჩევნები მოეგოთ - ვაშაძე

31.10.22 13:23
"ოცნების" ოფისში ფული მაგიდებზე ბღუჟა-ბღუჯა ეყარა, ოღონდ არჩევნები მოეგოთ - ვაშაძე

შავი ფული „ქართულ ოცნებაში“ - ოპოზიციამ დღეს ახალი ფაქტები გაახმაურა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 2018 წლის არჩევნებზე მმართველი პარტიის ოფისში ფული მაგიდაზე ბღუჟა ბღუჯა ეყარა. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, დავალება ასეთი იყო - დიდი  ფულით და ნებისმიერ ფასად არჩევნები უნდა მოეგოთ და სალომე ზურაბიშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. 

გარდა ამისა, ვაშაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ჰყავს საკუთარი კოორდინატორები.

 2018 წელს, ზუსტად ვიცით, რომ „ოცნების“ ოფისებში მაგიდებზე ეყარა ფული მეორე ტურამდე პერიოდში. ვისაც რამდენი უნდოდა, ხელს მოკიდებდა ბღუჯა ბღუჯა და წაიღებდა ამ ოფისებიდან, ოღონდ არჩევნები მოეგოთ. ჩვენ გვინდა, რომ ათასნაირი რეგულაცია მოვიგონოთ, რომ სიმახინჯე გავაკონტროლოთ. სიმახინჯის მაკონტროლებელი ერთ-ერთი არის აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც შავი ფულის ტრიალს უნდა ებრძოდნენ და ის აღმასრულებელი ორგანოები თვითონ ამ შავ ფულს ხარჯავენ. ყოველ თვე 300-დან 400 ლარამდე ხელფასებს მათი კოორდინატორები არაფრის კეთებაში, უბრალდო „ქართული ოცნების“ ერთგულებისთის იღებენ და ამას დაარქვეს უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა“. - ამბობს ვაშაძე.

პარტიების დაფინანსებაზე ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრაზე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მკაფიოდ აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში პარტიებს არათანაბარი ფინანსური რესუსრსები აქვთ.

მსგავსი სიახლეები