კუჭავას საწინააღმდეგოდ ვერაფერზე გავილაშქრებ - ელისაშვილი

26.04.21 14:59
კუჭავას საწინააღმდეგოდ ვერაფერზე გავილაშქრებ - ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურის დასახელებას არ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ  პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. 

არ ვიცი, რა გახდა თალაკვაძის როტაციის მიზეზი. კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. რაც ვიცნობ და რაც ვიცი, ვერაფერზე ავდგები და გავილაშქრებ მის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა,, აქამდე დამკვიდრებული წესი შევცვალოთ პოლიტიკაში, ამიტომ, რასაც ვეთანხმებით, იმას დავუჭერთ მხარს და არ ვიკეკლუცებთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი," - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები