ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი, ის ფარულად მართავს ხელისუფლებას - "ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქართულ რეალობას არ ითვალისწინებს - ბეჟაშვილი

31.10.22 13:53
ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი, ის ფარულად მართავს ხელისუფლებას - "ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ქართულ რეალობას არ ითვალისწინებს - ბეჟაშვილი

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს - განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი, რომელიც ფარულად მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს.

"დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი სახის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ვერსია არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, არ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და წარმოადგენს უკრაინულის კოპირებას, რაც ბუნებრივია, მიუღებელია  და ქართულ რეალობას არ ასახავს.

დღეს ქვეყანაში გვყავს ერთი ოლიგარქი, რომელიც ფარულად მართავს სახელისუფლებო სტრუქტურებს. საქართველოს თუ სურს ევროპული ინტეგრაცია და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები