"არასოდეს დავუჭერ მხარს თანამდებობის პირების გაზულუქებას" - ბათუმის საკრებულოში ხელფასების ზრდას ხმაური მოჰყვა

31.10.22 13:54
"არასოდეს დავუჭერ მხარს თანამდებობის პირების გაზულუქებას" - ბათუმის საკრებულოში ხელფასების ზრდას ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში ხელფასების ზრდის საკითხს განიხილავენ.

მაღალი თანამდებობის პირებს შრომითი ანაზღაურება ხუთასიდან რვაას ლარამდე ეზრდება, რიგით თანამშრომლებს ასით.

ამ ამბავს სხდომაზე ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმმა სხდომა დატოვა.

ხარაზის თქმით, ის არ აპირებს თანამდებობის პირების გაზულუქებას შეუწყოს ხელი.

მაშინ, როცა ნახევარ მილიონზე მეტი თანხა ამოიღეთ და ორი დღის წინ ქალაქი დაგეტბორათ, დღეს გადმოიტანეთ და ხელფასებს იზრდით. არასდროს არ დავუჭერ მხარს იმას, რომ თანამდებობის პირები კიდევ უფრო გაზულუქდნენ. არ ვაპირებ დღეს ამ განხილვაში მონაწილეობას“ - ამბობს რევაზ ხარაზი.

სხდომაზე ასევე გაჟღერდა ჩაქვის სასაფლაოს თემა, რომელზეც ოპოზიციის თქმით, 5 მილიონი დაიხარჯა.

5 მილიონი დახარჯეთ იმ სასაფლაოში, რომელსაც ერთი ყარაული ჰყავს. გავაკეთოთ საქმე და ნუ ფლანგავთ რესურსებს“.- განაცხადა ოპოზიციამ.

ბათუმის საკრებულოს მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელფასები არ გაზრდილა და შემოსავლების ზრდამ ხელფასების პროცენტული ზრდა გამოიწვია.

საკრებულოში არ გაზრდილა ხელფასები. ხელფასების ზრდა არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ნებისმიერი კერძო სტრუქტურა აიღეთ, როდესაც შემოსავლები იზრდება, იქ გარკვეული პროცენტით ხელფასები ეზრდება ყველა თანამშრომელს. ანალოგიურია სახელმწიფო სტრუქტურამ, რითია განსხვავებული“. - ამბობენ მმართველ გუნდში.

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი პარტიის რიგები დატოვა და ყაველაშვილი - სუბარის დანაყოფს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები