ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა - სანდრო რაქვიაშვილი
ამომრჩევლის ლეგალურ მოსყიდვად აფასებს პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
კი, ეს არის კლასიკური, სტანდარტული ამომრჩევლის მოსყიდვა. ყველა ქვეყანაში არჩევნების წინ იწყება გზების შენება, პენსიების მომატება, კი ეს ითვლება ლეგალურ ამომრჩევლის მოსყიდვად - ამბობს სანდრო რექვიაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული პროექტები დაიწყება. შეიქმნება 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ამისთვის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ლარი გამოიყოფა. ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტს არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.