საერთოდ ვებრძვით რუსულ აგენტურას საქართველოში? - ელისაშვილი სუს-ის ანგარიშზე
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ამბობს, რომ სუს-ის ანგარიშის მოსმენის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქვეყანაში დაზვერვის სამსახური არაფერს აკეთებს.
არ ვიცი საერთოდ, კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმდინარეობს თუ არა, საერთოდ ვებრძვით რუსულ აგენტურას საქართველოში? ჩეხეთიდან 63 რუსი გააძევეს დიპლომატი, იტალიის არმიაში აღმოაჩინეს, ბულგარეთიდან გააძევეს აგენტები და ჩვენთან არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა. დეტალურად ვერ მოგვიყვებიან, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი არ კეთდება," - ამბობს ელისაშვილი.
სუს-მა 2020 წლის ანგარიში დღეს 3 კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, მთავარ საფრთხედ საქართველოს საქმეებში უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების ჩარევა რჩება. თუმცა სუს-ს საქართველოში არც ერთი რუსი აგენტი არ დაუკავებია.