განაჩენი, თავისუფლებას ართმევს არამხოლოდ გვარამიას, არამედ უკარგავს შანსს ქვეყანას თავისუფლების მოპოვების გზაზე - საძაგლიშვილი
ნიკა გვარამიას ადვოკატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, "თავისუფლებას ართმევს არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ მნიშვნელოვნად უკარგავს შანსს ქვეყანას თავისუფლების მოპოვების გზაზე".
"მთავარი არხის" დამფუძნებლის უფლებადამცველმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სამართლებრივი ნაბიჯი იქნება ამ უკანონო განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება, ოღონდ, ცხადია, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნიკა გვარამიას საქმე ეწერება არა მოსამართლეებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც უბრალოდ, მათზე გაცემულ დავალებას შეასრულებს და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ეს არის ამ მოსამართლედ წოდებული თითოეული პიროვნების არჩევანი, მათ საკმაოდ მძიმე ტვირთი იკისრეს დღეს. საპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ლაშა ჩხიკვაძის ბედი და მიიღეს განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არამხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ მნიშვნელოვნად უკარგავს შანსს ამ ქვეყანას თავისუფლების მოპოვების გზაზე"- თქვა საძაგლიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამი დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიამ, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მედია მენეჯერისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.