"დიქტატორის მოთმინების ფიალა მისმა მხილებამ აავსო" - ნათელაშვილს ლექსის წარმოთქმის გამო უჩივიან
მურმან ლებანიძის ლექსის წარმოთქმა შალვა ნათელაშვილს შესაძლოა, 50 ათასი ევროდ და გამამტყუვნებელ განაჩენად დაუჯდეს.
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ეთერში წარმოთქმული ლექსი კომპანია „ჯი ემ აიმ " პროექტის საავტორო უფლებების დარღვევად ჩათვალა და ნათელაშვილისგან სასამართლოში კოლოსალურ კონპენსაციას ითხოვს.
საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაიწყო. პროცესს თავად ნათელაშვილი ესწრება.
ამ შენობაში დღეს ხდება მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა, როდესაც პოლიტიკოსს და ლიდერს ასამართლებენ პატრიოტული ლექსის წარმოთქმის გამო ტელევიზორში.
ერთ მშვენიერ დილას ივანიშვილმა გაიღვიძა და გაიფიქრა, რო პარტია არათუ დაიშალა, არამედ სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ივანიშვილმა დაავალა, რომ სასწრაფოდ დაიწყეთ განხილვა სასამართლოში და დააჯარიმეთ 50 000 ევროთი. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც მოთმინების ფიალა აავსო დიქტატორის, გახლდათ მხილება მისი და ალიევის შეხვედრის შესახებ და მუხრანის საიდუმლო სერობის გახმაურება ჩვენს მიერ". - ამბობს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილის საქმეს საქალაქო სასამართლოში განიხილავს გოჩა დიდავა, ეს იმ მოსამართლეთა შორის ერთ-ერთია, რომლის დასანქცირებასაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ითხოვს.