"ოცნება" უკან არ იხევს - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

02.11.22 12:22
"ოცნება" უკან არ იხევს  - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა  - ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ოცნება" უკან არ იხევს. დღეს პარლამენტში ბიუროს შექმნის საკითხს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან.

ანტიკორუფციული ბიუროს შექნის საკითხს ხელისუფლების ოპონენტები დაცინვას უწოდებენ. ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა ელიტურ კორუფციაში ჩაფლული.

ცინიზმის  მწვერვალია, როდესაც ამბობენ, რომ მთავარი კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოლს ხალხის ხარჯზე ტყეს ჩუქნის, ადამიანი, რომელიც 400 ათას ლარს ორ ავტომობილში იხდის... მითუმეტეს, მას არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები.

ამიტომ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალებში ნაცარს აყრიან საზოგადოებასაც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, - ამბობს ხაბეიშვილი.

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ კანონპროექტს არაფერი დაეწუნება. მისი თქით, ქვეყანაში აგამოძიებო ფუნქციები უნდა განვითარდეს, რასაც აღნიშნული ბიუროს შექმნა ხელს შეუწყობს. 

ეს არის, შეიძლება, ცალკეულ პირთა მოსაზრება და შეიძლება მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნება თუ პარლამენტი შეასრულებს რაღაც კომპეტენციას ნაცვლად პრემიერ-მინისტრისა, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ რამე დაეწუნება ამ კანონპროექტს. ჯერ საგამოძიებო ფუნქციები უნდა განვითარდეს ქვეყანაში. ეს, რეალურად, განხორციელებადია, მათ შორის, ამ ახალი სააგენტოს ჩართულობით და მოღვაწეობით ეს შეიძლება განხორციელებადი იყოს, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მმართველ გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია 2012 წლის შემდეგ აღარ არსებობს და არც მისი გამოძიების აუცილებლობა დგას. 

ელიტური კორუფცია საქართველოში 2012 წლის შემდეგ არის დამარცხებული. თუ არის, უნდა გამოიძიოთ და იძიებენ, როცა ასეთი არსებობს. როცა არ არსებობს, ვერ შექმნი, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ანტიკორუფციული ბიუროს" შექმნას გეგმავს.  ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტია ფასადურ რეფორმებს ატარებს.
 

მსგავსი სიახლეები