"სამართლიანობა აღდგა" - ზარქუა ნიკა გვარამიას განაჩენზე

02.11.22 13:29
"სამართლიანობა აღდგა" - ზარქუა ნიკა გვარამიას განაჩენზე

ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" კმაყოფილია. მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა, პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეთა კოლეგიის განაჩენით სამართლიანობა აღდგა. 

მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. მათ შორის, თქვენ, მე თუ ჩავიდენთ დანაშაულს და თუ დაგვიმტკიცდა, არაფერ შუაში არ არის ჩვენი სტატუსი, ჟურნალისტი ხართ თქვენ, თუ მე დეპუტატი.

ნუ ებღაუჭებით ახლა ამ ევროპარლამენტის ჩანაწერს, ეს ჩემთვის არაფრის მომცემია, იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები, - თქვა ზარქუამ.

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მსგავსი სიახლეები