ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე - ანა ფოტიგა
გავლენიანი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.
მისი თქმით, გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას იზოარებს:
"ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - წერს ანა ფოტიგა.