ყველამ დაინახა, რომ ოლიგარქია კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი - ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ ოლიგარქები საკუთარ რიგებში აღმოაჩინა და ამიტომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ სურთ.
რაში მდგომარეობს პრობლემა ოპოზიციისთვის? სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათს მხარეს. ხომ ყველამ დაინახა, რომ ოლიგარქი არის კეზერაშვილი, ჭუტა არის ოლიგარქი, იქ ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილია ოლიგარქი.
შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც ეს კანონი დააზიანებს, არის ოპოზიცია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს კანონპროექტის განხილვა დაიწყო. დღეს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.