პრეზიდენტი წყენაზე მაღლა უნდა დადგეს და ნიკა გვარამია შეიწყალოს - ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი წყენაზე მაღლა უნდა დადგეს და "თავარი არხის" დამფუძნებელს ციხის კარი უნდა გაუღოს.
ეს საქმე არის პოლიტიკური დევნა, რომელიც დიდი ხანია ხორციელდება არა მარტო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ის გადაწყვეტილება, რაც დრეს სასამართლომ მიიღო, არის აბსოლუტურად უკანონო, უშინაარსო, არასამართლიანი. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, მიუხედავად იმისა, იგი უნდა დადგეს თავის წყენაზე მაღლა, როგორც შეეფერება ნებისმიერ პრეზიდენტს, ქვეყნის ხელმძღვანელს და ნიკა გვარამია უნდა იქნეს გათავისუფლებული, - თქვა ხაზარაძემ.
მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.