მორჩილი სასამართლო კლავს, სალომე ზურაბიშვილი ჯერი თქვენზეა - ხიდაშელი გვარამიას განაჩენზე
მორჩილი სასამართლო კლავს, სალომე ზურაბიშვილი ჯერი თქვენზეა - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სააპელაციო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას.
მაინც რომ ჯიუტად არ ნებდები, ჯიუტად ებღაუჭები მბჟუტავ იმედს, მაინც შეხედავ ეკრანს … იქნებ მოხდეს საოცრება, იქნებ მოძევნოს შინაგანი ძალა და აუმხედრდეს სისტემას, იქნებ აჯობოს იმ პატარა საბჭოთა ადამიანს მის გონებას რომ
არის დაპატრონებული.
მაგრამ არა არაფერი იცვლება, ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც გუშინ, გუშინწინ ისევ იმ უმეცრების და სიმხდალის მორევი გვითრევს რომლიდანაც აგერ სამი ათწლეულია თავი ვერ დავაღწიეთ"- წერს ხიდაშელი.