ღარიბაშვილმა ,,პოტიომკინის სოფლის" პროექტი გამოგვიცხადა - გია ხუხაშვილი
ღარიბაშვილმა ,,პოტიომკინის სოფლის" პროექტი შემოგვთავაზა - ასე შესაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა. ექსპერტი თვლის, რომ ეს პროექტი წინასაარჩევნოდ ამომრჩვლების მოსყიდვასაც მოხმარდება.
დღეს ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა მასშტაბური "პოტიომკინის სოფლის" მშენებლობის პროექტი.
ნუ, ცოტა წინასაარჩევნო სალაროს შევსებასაც წაეხმარება მასშტაბურად - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერმა დღეს ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 500 მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალური განვითარების პროექტს იწყებს.