გაუღებს თუ არა პრეზიდენტი ციხის კარს ნიკა გვარამიას - ჟურნალისტების პროგნოზი
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "მთავარი არხის" დამფუძნებელს? - "ფორმულას" ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელუსფლების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს:
სალომე ზურაბიშვილს მე განვიხილავ, როგორც ხელისუფლების განუყოფელ ნაწილს. გამოიყენებს თუ არა მას საჭირო მომენტში, ივანიშვილი, როგორც ინსტრუმენტს ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ზურაბიშვილი ვერ იღებს და ერთადერთი ადამიანი ვინც წყვედტა ნიკა გვარამიას დაკავების საკითხს, ვინც წყვეტდა მისი ციხიდან გამოშვების თუ იქ ყოფნის საკითხს ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი წნეხის და საზოგადოების აქტიურობის გარეშე არ გადადგამს არანაირ ნაბიჯს. მას რაღაცაში უნდა დასჭირდეს ის რომ იძულებული გახდეს გამოუშვას ნიკა გვარამია. კეთილი ნებით აკეთებს იმას, რაც გააკეთა“ - აცხადებს ვახო სანაია.
ელისო ჯარიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი ვალდებულიც კი არის ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეუქმნას და ნიკა გვარამია შეიწყალოს:
მე იმედი მაქვს, რომ არ დაელოდება ის უზენაესის გადაწყვეტილებას და იქ პროცესების გადატანას და გაგარძელებას. იმიტომ რომ მართლაც ჩვენი შვილების მომავლის და ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი წყდება. ყოველ შემთხვევაში პრედიზედნტი პოზიციონირებს ისე რომ მას ეს საკითხები ადარდებს და თუ ადარდებს კონკრეტული მექანიზმი მას უჭირავს ხელში და ჩემი აზრით ის ვალდებულიც კია“ - ამბობს ელისო ჯარიაშვილი.
ვახო სანაიას მსგავსად, ჟურნალისტი ლევან ბუთხუხიც დარწმუნებულია, რომ "სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რაც უნდა ივანიშვილს".
სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რაც უნდა ივანიშვილს. ამიტომ ივანიშვილს რა პოლიტიკური თამაშიშსთვის და რა ვაჭრობისთვის დაჭირდება იმის მიხედვით მოხდება ეს. ასე რომ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, სამწუხაროდ მას ქვია ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ ის არაფერს არ წყვეტს“ - ამბობს ლევან ბუთხუზი