გიორგი ცობეხიამ ომბუდსმენის შერჩევის პროცესიდან კანდიდატურა მოხსნა
ნაზი ჯანეზაშვილის შემდეგ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს გიორგი ცობეხიაც ამბობს. კანდიდატურის მოხსნის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტში გასაუბრებაზე განაცხადა.
გიორგი ცობეხიამ პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა, თუმცა არ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი აპოლიტიკური უნდა იყოს.
კანდიდატმა გასაუბრებაზე სასამართლო სისეტმის მიკერძოებულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც და ნიკა გვარამიასაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.
ცობეხია საკუთარ გადაწყვეტილებას პროტესტს არ უწოდებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მაგალითია იმის, როგორ შეიძლება საჭირო დროს მოიქცნენ სხვებიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი ომბუდსმენობის სამ კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.