არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ,,ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ და ამნისტიის კანონზე კონსულტაციები გამართეს.
არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ,,გირჩი- მეტი თავისუფლება"-ს ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. ის ამბობს, რომ ოპოზიცია შეეცდება, ხელისუფლება ამნისტიის თაობაზე საერთო პოზიციაზე დაითანხმოს.
არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს. ამიტომ აქ მთავარი კითხვაა, თუ მოხდება საერთო პოზიციების შეჯერება და საბოლოო ჯამში იქნება, თუ არა ერთიანი დოკუმენტი, რაზეც ,,ოცნებაც" და ოპოზიციაც შეთანხმდება. საჯარო განცხადებებით, რაც ,,ოცნებისგან" მოვისმინეთ, არ ჩანს ამის იმედი. კონსულტაციები ,,ოცნებასთან" კიდევ იქნება. დადგება იმის დრო, როცა ,,ოცნებას" თავისი პოზიცია ექნება, ხოლო ოპოზიციას-თავისი, რომელზეც მიშელის დოკუმენტში მოაწერა ხელი. ,,ოცნება" იძახის რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს ასე არ იქნება. თუ დაზარალებულის სურვილი არ იქნება, არავის არ უნდა ვაპატიოთ. -აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.
ტვ პირველის ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებასა" და პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს არაფორმალური მოლაპარაკებები შედგება. მხარეები შეეცდებიან, ამნისტიის საერთო პროექტი შეიმუშაონ, რომ ხვალ პარლამენტის სხდომაზე ორივე ჯგუფს ცალ-ცალკე დოკუმენტების დარეგისტრირება არ მოუწიოს.