ლაშქარვას საქმეზე, სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა ადამიანის სიცოცხლის უფლება - იაგო ხვიჩია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ.
"გირჩის" ლიდერმა, რომელიც ხშირად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით „ოცნების“ პროპაგანდა გაამყარა და მადლობა გადაუხადა მოქმედ მაღალჩინოსნებს, რომ "ნალოქსანი" ამოღებულ იქნა რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიიდან.
პირველი საქმე, რომელიც გახმაურებულია და მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო - ეს არის ლექსო ლაშქარვას საქმე. ჩემი აზრით, ამ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა ადამიანის სიცოცხლის უფლება იმის გამო, რომ, ჩვენ გვქონდა წესრიგი მოწყობილი ქვეყანაში, სადაც ნალოქსანის გაცემა არ შეიძლებოდა ურეცეპტოდ. მინდა ბატონ დიმიტრი ხუნდაძესაც, შინაგან საქმეთა მინისტრსაც და ჯანდაცვის ყოფილ დამოქმედ მინისტრსაც მადლობა ვუთხრა, რომ მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც ამ ჩვენი აქტიურობის შედეგად, ნალოქსონი ამოღებულია რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიიდან". - თქვა იაგო ხვიჩამ.