სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის - იაგო ხვიჩია

04.11.22 15:46
სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის - იაგო ხვიჩია

სახალხო დამცველობის კანდიდატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმრები არიან, თუმცა, მისი აღქმით, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

ხვიჩიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განმარტა, რომ თავისი შინაგანი რწმენთ სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს, ხოლო გვარამიას რასაც ედავებიან, ეს მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ  არის.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია ის პოლიტპატიმარი და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიმაჩნია, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ჩემი აზრით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ უნდა იყოს. 

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა.
მე რომ მჯეროდეს, ბიძინა ივანიშვილი სრულად არის ჩამოშორებული ქართულ პოლიტიკას, ალბათ, უფრო ვინერვიულებდი ამ სიტუაციაში“.- თქვა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ. 

მსგავსი სიახლეები