თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით? - სარჯველაძე ხვიჩიას

04.11.22 16:07
თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით? - სარჯველაძე ხვიჩიას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას უთხრამ, რომ მისი კითხვა სხეულის კუთვნილებასთან დაკავშირებით პროვოკაციული იყო და ახლა მასაც სურს იგივე ჰკითხოს.

მიხეილ სარჯველაძე: თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით?

იაგო ხვიჩია: ქართულის ლოგიკური წესიდან გამომდინარე – ვინ ვბრძანდები.

მიხეილ სარჯველაძე: სუბიექტი ხართ ანუ. თქვენი სხეული?

იაგო ხვიჩია: რასაკვირველია, მე მეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ. 

მსგავსი სიახლეები