ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში - ერთმანეთს „ოცნების“ და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ

04.11.22 16:12
ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში - ერთმანეთს „ოცნების“ და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში.  

დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძესა და "ენმ"-ს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს შორის ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.

ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.

"თქვენ, ვინც გაგიხარდებათ და სადაც გაგიხარდებათ, იქ დაიბარეთ, მაგრამ კახა კალაძე მაშინ მოვა, როცა რეგლამენტით იქნება გათვალისწინებული". - ასე იგერიებდნენ არასასრუველ კითხვებს საკრებულოში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები