ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დეპუტატების მხრიდან განცხადებების გაკეთება შეწყვიტა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე გადავიდა.
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში, ცოტა ხნის წინ იყო.
დაპირისპირება "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძესა და "ენმ"-ს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს შორის ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.