თუ დავინახე, რომ სახელმწიფო ივანიშვილის უფლებებს ლახავს, რასაკვირველია დავიცავ - ხვიჩია
ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, იაგო ხვიჩიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰკითხა, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში თუ განახორციელებდა ბიძინა ივანიშვილის დაცვას, რაზეც იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ ივანიშვილს მისი დაცვა არ დასჭირდება, თუმცა თუ სახელმწიფო სისტემა მის უფლებებს შელახავს, რასაკვირველია დაიცავს.
ბატონ ბიძინას ჩემი დაცვა არ დასჭირდება, ჩემი აზრით. ბიძინა ივანიშვილს არ სდასჭირდება სახალხო დამცველის დაცვა, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო სისტემა ბიძინა ივანიშვილის უფლებებს ლახავს, რასაკვირველია". - თქვა იაგო ხვიჩიამ
პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ.