გვარამიას შეწყალება შეუფერებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის - მიხეილ სარჯველაძე

04.11.22 18:29
გვარამიას შეწყალება შეუფერებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, არ შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი სატელევიზიო ეთერში თავისი თავდასხმებით პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებდა.

შეწყალება არის მისი უფლებამოსილება, მაგრამ უფლებამოსილების განმსაზღვრელი შეიძლება, ბევრი ფაქტორი იყოს. მათ შორის, ის ფაქტორიც, გემახსოვრებათ: ნიკა გვარამიას პერსონალური თავდასხმა ამ პრეზიდენტზე. ეს თავდასხმა მაშინვე შეფასდა, როგორც თავდასხმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. 

ასეთ დროს შეწყალების აქტის გამოყენება ასეთ პირზე, რომელიც საზოგადოებას ამახსოვრებს თავს ასეთი თავდასხმებით, შეიძლება, შეუფერებელი იყოს თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობისთვის - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა კრიტიკული არხის დაპატიმრებულ მედია მენეჯერს? - ახლა ყველა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ოპოზიციის მიმართვა დიდი ალბათობით უკვე პრეზიდენტს სამუშაო მაგიდაზე უდევს, თუმცა უცნობია, გამოსცემს თუ არა შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიასთვის.  

,,ოცნება" კი უკვე მესამე დღეა, პრეზიდენტს აბულინგებს და ცდილობს ზურაბიშვილის იმაში დარწმუნებას, რომ თუ გვარამიას შეიწყალებს, ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დააზიანებს.

 

მსგავსი სიახლეები