სხეულის მასის ინდექსი ბევრად შემცირებული აქვს, ძალიან გამხდარია - დეკანოიძემ სააკაშვილი მოინახულა
„ენმ“-ს ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დილით მაღალი სიცხე ჰქონდა და ძალიან გამხდარია.
სხეულის მასის ინდექსი ბევრად შემცირებული აქვს, ძალიან გამხდარია. მისი სისუსტე ძალიან გამოხატულია, რაც მეც კი შემიძლია, დავაკვირდე.
ტემპერატურა ჰქონდა დღეს და ეს ტემპერატურა აქვს ძალიან დიდი ხანია.
დღეს დილით 38 ნახევარი ჰქონდა და რეალურად, ეს არ არის არასაყურადღებო ამბავი.“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.