ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს - 29 წლის ქალს ქართული დროშის ქონას ედავებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში 29 წლის ასმათ თავაძე დააკავეს. "აფხაზური ამბების" ინფორმაციით, ახალგაზრდას საქართველოს დროშის ტარებას ედავებიან.
"ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ედავებიან ქართული დროშის ქონას. ბრალის დამძიმების მიზნით გოგონას ჩაუდეს ნარკოტიკი" - წერს ორგანიზაცია.
ამასთან, გავრცელებულ კადრებში ჩანს, საქართველოს დროშა და პირადობის მოწმობა ჩანს.