კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი - სამი პოლიტიკური პარტია საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი - ამ წუთებში, სამი პოლიტიკური პარტია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ხვდება.
სამოქალაქო აქტივისტები, იურისტები და ჟურნალისტები სასტუმრო თბილისი მერიოტში არიან შეკრებილი.
გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ღონისძიებაზე ხალხს საკუთარ სტრატეგიას გააცნობენ და ეტყვიან, როგორ ხედავენ ევროპული პირობების შესრულებას და რა უნდა გაკეთდეს დეოლიგარქიზაციისთვის.
მე, ზურამ და გიორგიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხედვა გავუზიაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს აინტერესებთ. ყველაა არის დაპატიჟებული, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ხალხი. ჩვენ გვინდა, რომ რეალური დისკუსია იყოს იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. მათ შორის თუ საჭიროა მოვისმინოთ პრეტენზიები, კრიტიკა, განსხვავებული გზები, იმიტომ რომ, თუ ჩვენ არ გადავედით რეალურ მოქმედებეზე, ყიოველი დაკარგული დღე იმაზე კინკლაობაზე, თუ რომელი გზაა სწორი, რა თქმა უნდა არის ძალიან დაკარგული დღე ქვეყნისთვის“. - ამბობს ელენე ხოშტარია.