ქუთაისში, საახალწლო ნაძვის ხეს, წელს "ღამის შოუ" ააწყობს - ანტიკორუფციული მოძრაობა
ქუთაისში, საახალწლო ნაძვის ხეს, წელს "ღამის შოუ" ააწყობს.
ანტიკორუფციულმა მოძრაობის ინფორმაციით, ტენდერში სახელისუფლებო მედიასთან დაახლოებულმა ორგანიზაციამ უკვე გაიმარჯვა. ეს ყველაფერი კი უკონკურენტოოდ მოხდა.
როგორც ირკვევა, ბოლო დროს კომპანიას 48 გამარტივებული შესყიდვა აქვს მოგებული.
უკონკურენტოდ ტენდერებში კი ნახევარ მილიონ ლარზე მეტის მოგება. ქუთაისის ანტიკორუფციული მოძრაობის ბიუროში ფიქრობენ, რომ ტენდერები წინასწარ ჩაწყობილია და სრულად მორგებული "ოცნებისთვის" სასურველ ორგანიზაციებზე.