გამოსავალს, რომ ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ, ვხედავთ ერთიანობაში - ვაშაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღოს, ამისთვის საჭიროა ერთიანობა.
ვაშაძის თქმით, ადამიანების სამი კატეგორიაა, ვინც ოპოზიციის ნაწილის ერთობას აკრიტიკებს.
გამოსავალს, რომ ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ, ვხედავთ ერთიანობაში პროევროპულ ფლანგზე. სამ ნაწილად გავყოფდი ადამიანებს, ვინც თავს გვესხმის ან განსხვავებულ აზრს ამბობს. პირველი, ეს არის “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავს გვესხმიან. მეორე კატეგორია არის ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, უნდა ჩაერთონ თუ არა ამ ერთიანობაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ საზოგადოების ძალისხმევით ჩვენ მათ დავარწმუნებთ. მესამე კატეგორია - გამოიკვეთა დაბოღმილების ჯგუფი. რატომ იბოღმებიან? დავილაპარაკოთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. თუ ვინმე ერთიანობის გარდა უკეთეს გზას გვაჩვენებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ და იმ გზაზე წავიდეთ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წამზომი უკვე ჩართულია და დროც იწურება. ევროპული 12 დათქმის შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დღე რჩება. ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობით იმედგაცრუებული ხალხი, უკვე ორ საათზე მეტია დისკუსიას მართავს და მსჯელობენ, როგორ შეიძლება ბედის ბორბალი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დატრიალდეს.
სამი პოლიტიკური პარტია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ხვდება.
გამოცდილი იურისტები, ბიზნესმენები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ამ წუთებშიც, აზრებს ცვლიან, აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ოპოზიციასაც.