შეიძლება ისიც მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი... არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი რა - ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, რომ "ოცნებას" ოპოზიციის ერთობა ძალიან აღელვებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე უკვე გული ერევა მთელ ევროპას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას 12 პუნქტის შესასრულებლად უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს და რომ რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ.
ოცნებას" ძალიან აღელვებს ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს. რაც პარლამენტში ხდება, რაც გუშინ ან გუშინწინ დაარეგისტრირეს, ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამაზე პასუხს ნახავთ სამშაბათს, ევროპარლამენტის შუალედურ დასკვნაში საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებაზე" გული ერევა უკვე მთელ ევროპას, იმდენად თაღლითი მატყუარების სახე აქვთ. ამას დაამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა. ყველა, ვინც პროევროპულია, გულწრლფელად გეუბნებით, გაემიჯნეთ პრორუსულ "ქართულ ოცნებას". უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს "ქართულ ოცნებას". "ქართულ ოცნებას" რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ. ისიც შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ და კობახიძის ნათქვამ სისულელეს კითხვაში გაიმეორებთ, საშველი არ იქნება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.