ამნისტია არ უნდა შეეხოთ ჯალათებსა და თანამდებობის პირებს - ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

26.04.21 17:58
ამნისტია არ უნდა შეეხოთ ჯალათებსა და თანამდებობის პირებს - ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

არ გავრცელდეს ამნისტია ჯალათებზე, თანამდებობის პირებზე და ,,ოცნება" დავითანხმოთ ამ ვერსიაზე - ასეთი საერთო შეთანხმებით დატოვეს დღეს ,,ლელოს" ოფისი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერმა ოპოზიციონერებმა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლის პირველივე დღეს ხელისუფლებასთან კონფრომტაციას არ გეგმავენ და შეეცდებიან, ,,ოცნებასთან" ოპოზიციონერთა ვერსიები შეაჯერონ.

ჩვენი სამუშაო ვერსია გვაქვს, რომელიც 3 პრინციპს ეფუძნება, არ გავრცელდეს ამნისტია მწვალებლებზე, ჯალათებზე, მეორე- თანამდებობის პირებზე და მესამე - ,,ოცნება" დავითანხმოთ ამ ვერსიაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ პარლამენტში შესვლისთანავე კონფრომტაციული ურთიერთობა გვქონდეს ,,ოცნებასთან", შევეცდებით, ვერსიები შევაჯეროთ და თუ ეს არ მოხდება და ფუნდამენტური სხვაობა გვექნება, ჩვენს ინიციატივას დავაყენებთ. ჩვენ არ ვიცით, რა არის საბოლოო ვერსია ხელისუფლების. ამას გავარკვევ,  თუ მათთან კონსულტაციები იქნება ამ საღამოს  - აცხადებს ,,სტარატეგია აღმაშენებელი"-ს წარმომადგენელმა,  პაატა მანჯგალაძე.

დღეს საღამოს იგეგმება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა, რათა ამნისტიის შესახებ შეხედულებები შეაჯერონ. თუ საერთო პოზიცია არ დაფიქსირდება, ხვალ პარლამენტში ერთსა და იმავე  თემაზე 2 სხვადასხვა კანონპროექტის ინიცირება მოხდება. 

მსგავსი სიახლეები