ექსკლუზივი: სახელმწიფო ექსპერტიზამ ვაკის პარკის შადრევანში გამაოგნებელი დარღვევები იპოვა
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვაკის პარკის შადრევანი ღია სივრცეში საყოფაცხოვრებო სტანდარტით იყო აშენებული - არ იყო უსაფრთხოების რელეები, არ იყო დამიწება.
დაზარალებული, ბრალდებული და შადრევნიის უსაფრთხოებაზე პასუხისგებელი ყველა მხარე სამხარაულის ბიუროს ექსპერტის, უჩა ხაჩიურის ხელმოწერილ მთავარ დოკუმენტს ელოდება.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დასკვნა უკვე მზადაა, თუმცა მასზე ხელმოწერა ჭიანურდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალი "ტვ პირველისთვის" უკვე ცნობილია.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სამხარაულის ბიურომ დაადგინა, რომ შადრევნის პროექტის ელექტრულ ნაწილში დიფერენციალური გაჟონვის რელე მოცემული არ ყოფილა, რაც ელდენის გაჟონვის შემთხვევაში, ელქსელის ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა.
წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ექსპერტიზამ შემოწმების შემდეგ პროექტში ვერც ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაურები) და შესაბამისად ვერც ლითონის ცხაურების ინდივიდუალური დამიწების სისტემა იპოვა.
ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისას ვაკის შადრევნის პროექტის ავტორმა "შაბათის ეთერთან" სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. შალვა ქურიძის მტკიცებით, მიერ მომზადებული დოკუმენტი შეცვლილია და ხელმოწერაც გაყალბებული.