მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო, ვენახი გადაუწვა და სასამართლოში უჩივლა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი წელიწადი და სამი თვეა მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს და მკურნალობს, ცოტნე გამსახურდია სახლში ვერ ბრუნდება. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დედამ, მანანამ არჩვაძე-გამსახურდიამ, გამსახურდიების საგვარეულო კოშკის, საკეტი შეცვლა, შვილების ნივთები ქუჩაში გამოყარა და შიგნით არავის უშვებს.
გალის ქუჩაზე ყველამ დაინახა, რომ როგოც კი ცოტნე საავადმყოფოში მოხვდა, მანანა არჩვაძემ კოლხურ კოშკთან მუშები მიიყვანა, "ლომით" საკეტი გაატეხინა და ახალი ჩააყენა, ახლა გასაღები მხოლოდ ყოფილ პირველ ლედის და მის დას აქვთ.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, კოლხურ კოშკზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მანანა არჩვაძე- გამსახურდიამ მისი ვაჟის, ცოტნეს გამსახურდიას გაშენებული ვაზის გაჩეხა და გადაწვა.
მანანა არჩვაძე კოლხურ კოშკში მხოლოდ დასათვალიერებლად მიდის, საქართველოს ყოფილი პირველ ლედი საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე კერძო სახლში ცხოვრობს. მანანა არჩვაძეს ეკუთვნის, კერძო სახლი წყნეთის სამთავრობო რეზიდენციების ტერიტორიაზე, მის სახელზეა გაფორმებული სახლი ზუგდიდში. მანანა არჩვაძე ფლობს, მიწის ნაკვეთებს, წავკისსა და ტაბახმელაში. ამ დიდძალი ქონების მიუხედავად, მანანა არჩვაძე კოლხური კოშკისთვის სასამართლოში დაობს.
ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ ყოველ დღე მანანა არჩვაძემ ხან ექიმებს და ხან რძალს უჩივის. ყოფილი პირველი ლედი და მისი მხარდამჭერები მიუვარდნენ წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციას, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრს რომელმაც პირველი პრეზიდენტის ვაჟის რეაბილიტაციისთვის უცხოეთიდან უძვირესი აპარატი ჩამოატანინა. ჯუანშერ ბურჭულაძე ამის გამო მანანა არჩვაძემ დაწყველა.
რამდენი თვის წინ ცოტნე გამსახურდია კორონავირუსით დაინფოცირდა და ჩაფიძის გულის კლინიკაში მოათავსეს. მანანა არჩვაძე-გამსახურდია ექიმებს ანტივაქსერების ჯგუფთან ერთად მიუვარდა, ააწიოკა და რძალს ბრალი დასდო, რომ ცოტნეს წამლავს.
რეესტრით დგინდება, რომ მანანა არჩვაძის სახელზე დიდძალი ქონებაა. ამის მიუხედავად, ის შვილს საპრეზიდენტო პენსიის აღების საშუალებას არ აძლევს და კოლხურ კოშკს ედავება.
ვრცლად ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში