ივანიშვილს არა მარტო ტყე, არამედ ქვეყანა აქვს შემოღობილი - ლევან ხაბეიშვილი
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც ივანიშვილის მიერ ტყის შემოღობვას და ცოლისთვის ჩუქებას ეხება, ოპოზიციას არ უკვირს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო. მისივე თქმით, ივანიშვილს არა მხოლოდ ტყე, არამედ ქვეყანაც შემოღობილი აქვს.
ჩვენდა სამწუხაროდ, არა მარტო ტყე, არამედ ქვეყანა აქვს შემოღობილი და ამბობს, რომ მეფეა, ამბობს, რომ ყველაფრის გაკეთება შეძულია და მეტიც, მის ვეზირებს ურიგებს ხოლმე ტყეებს. მის თანაგუნდელებსაც კი არაფრად აგდებს, რომ საქმის კურსში ჩააყენოს, რომ რაღაცნაირად პასუხი მაინც გასცენ, რომ ბიძინაა და ამის უფლება აქვს და დიახ, ჩვენ ეს ვიცით.ისიც კი არ იციან, რომ მაგალითად, ტყე შემორაგეს საჩხერეში. ეს არის წარმოუდგენელი კანონდარღვევა. როცა ვლაპარაკობთ ოლიგარქიაზე, აი, ეს არის ოლიგარქია, - ამბობს ხაბეიშვილი.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიამ, შპს "აგრო ქართუმ" გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.
ფერმაში ინკუბატორში გამოჩეკილ ათასობით გნოლს, კაკაბს და ხოხობს გაზრდიან. ირკვევა, რომ ფრინველების სიმრავლეს ფერმა ვეღარ იტევდა, ამიტომ ტყე გალიად გადაკეთდა და ფირნველებიც იქ უნდა გადაიყვანონ.