რუსეთს საქართველოს 20%, ხოლო ივანიშვილს 80% აქვს ოკუპირებული - დონაძე
რუსეთს საქართველოს 20%, ხოლო ივანიშვილს 80% აქვს ოკუპირებული, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრო ბესიკ დონაძე "ნოდარ მელაძის შაბათში" გასილს რეზონანსულ სიუჟეტს, რომელიც ოლიგაქრის მიერ ტყის შემოღობვას და გადახურვას ეხება.
დონაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ტყის მსგავსად ქვეყანა შემოღობა და გადახურა.
ივანიშვილმა, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოგვღობა და გადაგვხურა. რაც შეეხება ოფიციალურად გადაცემა-არგადაცემას, ამას ივანიშვილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ანუ ის ადამიანი რასაც ჩაიფიქრებს და რისი განხორციელებაც სურს, ვერცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია მას წინ ვერ აღუდგება, მთელი სახელმწიფო აპარატი შემდეგ უკვე მოიმართება ისე, რომ რაც ბიძინას სურს, ის უნდა გააკეთონ. შესაბამისად, აქ ოფიციალურ დოკუემნტებში როდის აისახებოდა ხვედელიძის სახელი და გვარი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რუსეთს აქვს 20% ოკუპირებული და 80% აქვს უკვე ბიძინა ივანიშვილს, - თქვა დონაძემ.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიამ, შპს "აგრო ქართუმ" გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.
ფერმაში ინკუბატორში გამოჩეკილ ათასობით გნოლს, კაკაბს და ხოხობს გაზრდიან. ირკვევა, რომ ფრინველების სიმრავლეს ფერმა ვეღარ იტევდა, ამიტომ ტყე გალიად გადაკეთდა და ფირნველებიც იქ უნდა გადაიყვანონ.