ვინ გახდება ომბუდსმენი - მესამე სექტორი ფიქრობს, რომ "ოცნება" პოსტზე საკუთარ რჩეულს დანიშნავს
ვინ გახდება "ქართული ოცნების" რჩეული - სახალხო დამცველის დანიშვნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია, ჯერი კონსულტაციებზე მიდგა. "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ახლა 19 კანდიდატიდან რამდენიმეს შერჩევას ერთობლივად შეეცდება.
ამის მიუხედავად, მმართველ პარტიას მეტი ხმა აქვს, ამიტომ მესამე სექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველად საკუთარ რჩეულს დანიშნავს. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პროცესისი მარგინალიზაციისთვის და კრიტიკული კანდიდატების დისკრედიტაცისთვის ყველაფერი გააკეთა.
ხელისუფლების ის საქციელები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ, არ სურს, რეალურად აირჩიიოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სახალხო დამცველი. მისი მიზანი შეიძლება იყოს ორიდან ერთი: ან საერთოდ ჩავარდეს ეს პროცესი და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელ შეუშლის, თუმცა მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილი სახალხო დამცველი შეარჩიოს, - ამბობს საიას თავმდჯომარე ნიკა სიმონიშვილმა.
კანდიატების შეფასებები და დასკვნითი დოკუემნტი, სავარაუდოდ, ცნობილი ხვალ გახდება. თუ ცინმეს შეცვლის საბოლოოდ ნინო ლომჯარიას, კენჭისყრაზე გადაწყდება.