ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რაზე ისაუბრა ორი ქვეყნის მეთაურმა

06.11.22 13:53
ღარიბაშვილსა და  ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რაზე ისაუბრა ორი ქვეყნის მეთაურმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა  მოსაზრებები ასევე, რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ გაცვალეს.

მსგავსი სიახლეები