მომხრე ვარ, რომ ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს - მალგოჟეტა გოშევსკა
მალჰოჟეტა გოშევსკა ბიძინა ივანიშვილისთვის პერონალურ სანქციებს მოითხოვს. პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს არ სჯერა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს. უცხოელმა პოლიტიკოსმა აღნიშნული განცხადება ქუთაისში გააკეთა.
მე არ მჯერა ამ 12 პუნქტის შესრულების. არ მჯერა, რომ ეს პუნქტები იმ სახით შესრულდება, რა სახითაც იყო რეკომენდაცია გამოცემული. ამიტომ, მე პერსონალურად ვარ იმის მომხრე, რომ ივანიშვილს დაუწესდეს პერსონალური სანქციები, - განაცხადა გოშევსკამ.