იერიში მედიაზე - როგორ ცდილობს თალაკვაძე ივანიშვილის დაცვას
"პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ენმ-ს მართული ტელევიზიები ასრულებენ" - ასე ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დაცვას "ქართული ოცნების" ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ ამჯერადაც იერიში მედიაზე მიიტანა და "ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდი სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ბიძინა ივანიშვილის მეუღლისთვის გადაცემული ტყის მასივის სკანდალზე საუბარი თალაკვაძემ დენდროლოგიური პარკის გახსნაზე საუბრით დაიწყო და არაფერი თქვა ფაქტზე, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ხვედელიძის კომპანიამ ტყე ჯერ შემორაგა, გადახურა და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცა სამხელმწიფომ საკუთრებაში.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არ უპასუხა კითხვას, დაიბარებენ თუ არა გარემოს დაცვის მიიინისტრსს პარლამენტში:
ცდილობდით, რომ ხალხისთვის გეთქვათ, რომ თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთელი ეკო სისტემა მიჰქონდა სადრაც, ანადგურებდა ტყეებს და ასე შემდეგ. გვახსოვს ეს თქვენი დეზინფორმაციული კამპანია - აბსოლუტურ ფეიკზე აგებული. საბოლოო ჯამში თქვენ და თქვენი თანამშრომლები, ჟურნალისტები აღმოჩნდით, ისინი რომლებიც ხშირად სტუმრობთ დენდროლოგიურ პარკს. თავად დარწმუნდით, რომ პარკი არის საჯარო სარგებლობაში და არის უნიკალური პროექტი არამხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელს რეგიონბში. არის დაკვეთა, რომელსაც თქვენ, ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტები ასრილებთ"- თქვა მან.