ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველია - ჯიშკარიანი
ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ "პირველებთან" მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ცენტრი "ემპათია" უცხოელი ექსპერტების დასკვნას უკვე გაეცნო. ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ დიაგნოზი იმდენად მძიმეა, რომ სასჯელის გადავადება საკმარისი არაა და ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ჩვენი დასკვნის მიხედვით უნდა იყოს გადაუდებელი ზომა მიღებული, პირველ რიგში, გასაყვანად და ასევე, ჩვენი დასკვნის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არის გათავისუფლების საფუძველი. წამყვანი დიაგნოზი გახლავთ ნეიროკოგნიტიური მიმართულების დიაგნოზი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ასე რომ, ნევროლოგიური პრობლემა გახლავთ წამყვანი და ეს ნევროლოგიური პრობლემა დღემდე არ დიაგნოსტირდება. შესაბამისად, უაცილებელია, იქნება ეს ბატონი მიხეილ საკააშვილი თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ციხის შიგნით და ციხის გარეთ, აუცილებელია გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ სადიაგნოსტიკო კლინიკაში, სადაც მოხდეა სწორი დიაგნოსტიკა, - თქვა ჯიშკარიანმა.