"ცოლებისთვის აკეთებენ გალიებს", "ივანიშვილს ეს ქვეყანა ეგზოტიკური ფანტაზიების ასასრულებლად უნდა"- ოპოზიცია
"ცოლებს უნაწილებენ ტყეებს, ცოლებისთვის აკეთებენ გალიებს"- ბიძინა ივანიშვილის მიერ ტყის გადაღობვას უმწვავესი პოლიტიკური შეფასება მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კანონი არ აინტერესებს და შეუძლია ტყე მანამ შემორაგოს, ვიდრე საკუთრებაში გადაეცემა.
მას შეუძლია, ბადეები ისე შეუკვეთოს, რომ საბუთიც კი არ არსებონდეს, რომ ტყე მას საკუთრებაში გადაეცა. შეუძლია, რკინის კონსტრუქციები შეიტანოს ამ ტყეში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს საბუთები, რომ რაღაც მაინც ჰქონდეს წესრიგში. ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, როცა ოლიგარქს არ აინტერესებს კანონი და ამბობს, რომ "კანონი ეს მე ვარ". გალიად მათ არა მარტო საჩხერის ტყე, არამედ მთელი ქვეყანა გადააქციეს" - განაცხადა ხაბეიშვილმა.
"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, "ივანიშვილის გასართობი კარგი მანიშნებელია იმის, თუ როგორ აღიქვამს ქვეყანას".
მანიშნებელია იმის, თუ რისთვის სჭირდება მას ეს ქვეყანა, რომ ყველა მისი ეგზოტიკური ფანტაზია დაკმაყოფილებული იყოს. ცხადია, არ არის გასაკვირი, რომ ამ ფანტაზიების დაკმაყოფილებაში ჩართულია მთლიანად სახელმწიფო აპარატი. ივანიშვილის ახირებებს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ახირება ეწირება"- დასძინა მან.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით იქამდე გადახურა, სანამ ტერირიტორიას ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიას, შპს "აგრო ქართუს" გადაუფორმებდნენ.