"კომფერენციის ჩაშლას ცდილობთ" - ვიცე-პრემიერი "ტვ პირველის" ჟურნალისტს

07.11.22 13:20
"კომფერენციის ჩაშლას ცდილობთ" -  ვიცე-პრემიერი "ტვ პირველის" ჟურნალისტს

როგორ დაუკანონა სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანიას  კორბოულისა და ბევერეთის ტყეების მასივი? - "ტვ პირველის" შეკითხვამ ვიცე პრემიერი წყობიდან გამოიყვანა. ლევან დავითაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტი კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

"პირველების" კორესპოდენტი ცდილობდა მიეღო კითხვაზე პასუხი, რატომ აწარმოა ბიძინა ივანიშვილის ცოლის კუთვნილმა კომპანიამ ტყის მასივში სამუშაოები, ვიდრე მას ეს ტერიტორია გადაეცემოდა?!  

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებდა რომ "საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება". 

ეს სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება. ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობით. ასე რომ, თქვენი ინფორმაცია სიმართლეს ვერ შეეფერება. 

კიდევ ვიმეორებ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ტყის გაკერძოება საქართველოში არ ხდება. ეს შესაძლოა, მოხდეს გარკვეულ შემთხვევებში, როცა მთავრობა იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. 

სხვა შემთხვევაში ასეთი რამ არ ხდება - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა და შავი კაპრონის ბადეებით იქამდე გადახურა, სანამ  ტერიტორიას ეკატერინა ხვედელიძის კომპანიას, შპს "აგრო ქართუს"  გადაუფორმებდნენ.