პარტიების აკრძალვის პროცესი - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ “იკრძალება მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც ქვეყანას ვნებს“
პარტიების აკრძალვის პროცესი - “ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და იკრძალება მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც ქვეყანას ვნებს.
იკრძალება ის პარტიები, რომლებიც ქვეყანას ვნებს. 2028 წელს იქნება ახალი არჩევნები და იქ გამოჩნდება ყველაფერი, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
მარიამ ლაშხი პოლიტიკურ ველზე არაჯანსაღ მუშაობას უსვამს ხაზს და ამტკიცებს, რომ ამას “კოლექტიური ნაცმოძრაობა აკეთებს.“
პოლიტიკურ ველზე უნდა იყოს ჯანსაღ შინაარსზე ორიენტირებული მუშაობა და არა ის, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა აკეთებს. ეს არის სუფთა სამართლებრივი სარჩელი, არაკონსტიტუციური ქმედების გამო, ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი, რომელიც სახელმწიფო ინტერესის საქმეში უნდა იყოს ჩართული, უნდა ახორციელოს მოქალაქის ინტერესი, გახარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა “ნაციონალური“ ანკლავებიდან, ნებისმიერს, თუ რაიმე ტიპის კითხვა ან შენიშვნა აქვს, შეუძლია, რომ კონსტიტუციური სარჩელი სამართლებრივად წაიყვანოს პროცესი, - ამბობს მარიამ ლაშხი.
ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს ევროკავშირიდან კრიტიკულ გზავნილებსა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჩანიშნულ პროცესს შორის გიორგი კახიანი.
ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ ამ განცხადებას და იმას შორის, რომ პროცესი ჩაინიშნა. პროცესი ლოგიკურია ჩაინიშნა იმიტომ, რომ სარჩელი შეტანილი არის, პირველ სარჩელს თუ გავითვალსიწინებთ, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, სრულიად ლოგიკურია, რომ სასამართლო უკვე მზად შეიძლება იყოს იმისთვის, რომ განხილვა ჩატარდეს. მერწმუნეთ, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ, ოპოზციური ველი შეივსება კონსტრუქციული, ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც დაინახავენ, რომ საზოგადოებაში მათ მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეთ, - ამბობს კახიანი.
ლადო ბოჟაძე კი აცხადებს, რომ ამ პროცესის შემდეგ, სხვა პოლიტიკურ პარტიებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შანსი და უფრო მეტი მხარდაჭერა.
არავის აქვს ილუზია, რომ ნაცმოძრაობის ხამრდამჭერები, ოდესმე “ოცნების“ მხარდამჭერები გახდებიან. გახდებიან, სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები, რომლებსაც ექნებათ შანსი, წარმოდგენილები იყვნენ საკრებულოში, პარლამენტში, რევოლუციები კი არ აანონსონ და არშემდგარი რევოლუციები მოაწყონ ქვეყანაში, არამედ შეცვალონ ხელისუფლება არჩევნების გზით, - ამბობს ბოჟაძე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.