მიშა ძირითადად წევს, გადაადგილება უჭირს - გიორგი სააკაშვილი

07.11.22 12:46
მიშა  ძირითადად წევს, გადაადგილება უჭირს - გიორგი სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის ძმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის დღითიდღე უარსდება. გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და ძირითადად წევს.

ექსპრეზიდენტის ძმა იმედოვნებს, რომ პაციენტს მალე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. 

მისი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ მხვდება ხოლმე. ძირითადად წევს, გადაადგილება უჭირს და ეტყობა, რომ არ გვაქვს აშკარად ჯანმრთელ ადამიანთან კონტაქტი. თითქოს ყველაფერს აკეთებენ, აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება მიშას მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ერთი არის ცხადი, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მე ვარ ამის მომსწრე და ძალიან რთულია ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ვერაფერს შვები. მე იმედი მაქვს, რომ ეს კოშმარი დასრულდება ძალიან მალე და მოხდება მიშას საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ, - ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმძიმესია. უცხოელმა ექიმებმა  თავის ტვინის დაზიანებები აღმოაჩინეს.

"პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე საქართველოშია გადმოგზავნილი, თუმცა შემაშფოთებელი დასკვნის გამო საქმეში კიდევ ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება. ბრიტანელ მედიკოსს თბილისში ხვალ ელო-დებიან, კიდევ ერთი სპოეციალისტი კი სააკაშვილის ექსპერტიზაში ამერიკიდან ჩაერთვება.