შემდეგი სახალხო დამცველი, მოქმედის მსგავსად, პოლიტიკური კუთვნილების არ იქნება - ზარქუა

07.11.22 13:45
შემდეგი სახალხო დამცველი, მოქმედის მსგავსად, პოლიტიკური კუთვნილების არ იქნება - ზარქუა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა, ამბობს, რომ  ომბუდსმენობის  ფავორიტი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი თავს ნინო ლომჯარიას ესხმის და ამბობს, რომ მომდევნო ომბუდსმენი, მოქმედის მსგავსად, პოლიტიკური კუთვნილების არ იქნება. 

მე პირადად მყავს რამდენიმე ფავორიტი და როცა გადაინაცვლებს სესიაზე ეს განხილვები, შემდეგ უკვე მხარს დავუჭერ. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად უნდა შევჯერდეთ ერთ კონკრეტულ კანდიდატზე. შემდეგი სახალხო დამცველი არ იქნება არც პოლიტიკური კუთვნილების, როგორც ახლა იყო მოქმედი, არც რომელიმე კლანის ინტერესების გამტარებელი და არ იქნება რაღაც ვიწრო ინტერესების გამტარებელი, - თქვა ზარქუამ. 

ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია. ახლა მმართველი ძალა და ოპოზიცია  19 კანდიდატიდან  ერთზე უნდა შეჯერდნენ.  ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაციები  მიმდინარე კვირაში გაიმართება.