ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი - ზურა ჯაფარიძე
,,ერთადერთი რამ, რისიც ეშინია ივანიშვილს, რომ ოპოზიციის ფლანგზე მოხდეს ერთობა"- ამის შესახებ "ტვ პირველს" "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა განუცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის დამარცხება გაერთიანებით და კოორდინირებული მოქმედებებით არის შესაზლებელი.
ერთობა არის არა სიმბოლური ამბავი, არამედ, მნიშვნელოვანი გაერთიანება ჩვენი რესურსების გაერთიანების, ასევე კოორდინაციის თვალსაზრისითაც, რომელსაც შეუძლია, ივანიშვილის დამარცხება.
ივანიშვილს თვითონ აქვს ეს გზა გავლილი - 2011 წელში მან ასეთივე ერთობა შეკრა სააკაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ზუსტად იცის, რომ მისი დამარცხების ფორმულა არის ოპოზიციის ერთობა და ზუსტად ამისი ეშინია. ამიტომაც ნებისმიერ ჩვენს ნაბიჯს, გადადგმულს ერთობისკენ, ისინი შეეცდებიან, საფუძველშივე შეუშალონ ხელი.
ამიტომაც დგანან ყოველდღე და ათასნაირ კომენტარს აკეთებენ, ხან კეზერაშვილიო და ა.შ"- აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.
"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალკვაძე ენმ-ს და ოპოზიციას წარუმატებლობას და დამარცხებას უწინასწრამეტყველებს. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გემი იძირება, ხოლო დავით კეზერაშვილი მისგან ტივის შეკოწიწებას ცდილობს. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზოცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, რადგან შესაკრების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია.
ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.