"სერიოზულად? რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან?" - კრამონი ბურჭულაძისა და ირანის ელჩის შეხვედრაზე

07.11.22 14:33
"სერიოზულად? რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან?" - კრამონი ბურჭულაძისა და ირანის ელჩის შეხვედრაზე

საქართველომ, სამწუხაროდ, არასწორი პოლიტიკური გზა აირჩია, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ელჩის შეხვედრას. ევროდეპუტატის თქმით,  საკუთარი არჩევანის გამო საქართველო  პოლიტიკური იზოლაციის წინაშე უკვე დგას. 

სერიოზულად? რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა აჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია არასწორი პოლიტიკური გზა და პოლიტიკური იზოლაცია, რომლის წინაშეც ის უკვე დგას,- წერს კრამონი. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირანის ელჩს 4 ნოემბერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.